ბორჯომი

,,ბრენდი რომელმაც საუკუნეებს გაუძლო,, სახელი „ბორჯომი“ ბევრისთვის ქართულ კურორტთან ასოცირდება, უფრო მეტისთვის კი მინერალურ წყალთან, ეს იმიტომ რომ „ბორჯომი“ ერთ-ერთი ყველაზე ფართო ექსპორტიორია საქართველოში. ბორჯომის ისტორია ძალიან ბევრ წელს ითვლის, ზოგიერთი წყარო იუწყება რომ მისი მოხმარება 2000 წლის წინ დიწყო, ამაზე მეტყველებს მე-20 საუკუნეში აღომოჩენილი 7 ქვის აბაზანა. როგორც ჩანს იმ დროს, ბორჯომის წყალს სწორედ აბაზანებისთვის იყენებდნენ, ასევე ნაპოვნია შუა საუკუნეების თიხის მილები, რომლებიც ბორჯომის წყაროებამდე იყო მიყვანილი. „ბორჯომის“ მინერალური წყლის საოცარ თვისებებზე გავრცელებულმა ინფორმაციამ, გორში განლაგებულ ქართველ გრენადერთა პოლკის, სამხედრო ექიმ ამიროვს ქალაქ ბორჯომში სტუმრობა აიძულა. სწორედ ის იყო პირველი ვინც წყალი მეცნიერულად გამოიკვია და შემდეგ სინჯები სანქტ-პეტერბურგსა და მოსკოვში გაგზავნა. მალე მთელი რუსეთი „ბორჯომის“ წყალზე ალაპარაკდა. მე-19 საუკუნის 40-იანი წლებისთვის წყალი ისეთი პოპულარული გახდა, რომ სულ უფრო მეტი და მეტი ადამიანი ჩადიოდა ბორჯომში, თანდათან ის სამთო-ბალნეოლოგიურ კურორტად ჩამოყალიბდა და რომანოვების სამეფო დინასტიის საზაფხულო რეზიდენცია გახდა. 1890 წლიდან „ბორჯომის წყლების“ საწარმოო ჩამოსხმა დაიწყო.
1960-იანი წლების დათბობის პოლიტიკამ „ბორჯომს“ საშუალება მისცა სახელი საზღვარგარეთაც გაეთქვა ( აქმადე მხოლოდ ყოფილი საბჭოთა კავშირის საზღვრებში გადიოდა ექსპორტზე) 1961 წელს „ბორჯომი“ მსოფლიოს 15 ქვეყანაში გაიცნეს მათ შორის იყო: აშშ, საფრანგეთი, ავსტრია. 1980-იან წლებში ყოველწლიურად 400 მილიონ ბოთლს აწარმოებდნენ. 90-იან წლებში შიდა პოლიტიკური პრობლემების გამო წყლის წარმოება შემცირდა, თუმცა 1995 წელს შეიქმნა კომპანია „Georgian Glass & Mineral Water Co. N.V.“ დღევანდელი IDS ბორჯომი საქართველო, რომელმაც განაახლა „ბორჯომის“ წარმოება. დღეს ეს უნიკალური წყალი მსოფლიოს 40 ქვეყანაშია წარმოდგენილი. 2011 წლის მონაცემებით, კომპანია IDS ბორჯომი საქართველო ბრენდით „ბორჯომი“ დსთ-სა და ბალტიისპირეთის სივრცეში იმპორტირებული მინერალური წყლის სეგმენტის უცვლელი ლიდერია. წლების განმავლობაში ბორჯომის შეფუთვა იცვლებოდა, თუმცა ბოთლზე დატანილი ირმის გრავიურა „ბორჯომის“ შეუცვლელი და საფირმო ნიშანია რომელსაც მთელს მსოფლიოში ცნობენ. ხარისხის საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისად , გარდა ,,საქართველოს მინისა და მინერალური წყლების კომპანიამ,, მნიშვნელოვანი ღონისძიებები განახორციელასაწარმოო საშუალებების მოდერნიზაციის მიმარტულებითაც.უკანასკნელი ხუთი წლის განმავლობაში კომპანიამ, ბორჯომის N1 და N2 ქარხნების რეკონსტრუქციაზე 18 მილიონი დახარჯა ,რის სედეგადაც მოხდა ჩამომხსმელი ხაზებისა და სხვა საწარმოო სასუალებების სრული განახლება. ამასთან გაიზარდა ქარხნების წარმატებაც 350 მილიონი ბოტლი წელიწადში.2011 წლის მონაცემებით, კომპანია IDS ბორჯომი საქართველო ბრენდით „ბორჯომი“ დსთ-სა და ბალტიისპირეთის სივრცეში იმპორტირებული მინერალური წყლის სეგმენტის უცვლელი ლიდერია. წლების განმავლობაში ბორჯომის შეფუთვა იცვლებოდა, თუმცა ბოთლზე დატანილი ირმის გრავიურა „ბორჯომის“ შეუცვლელი და
საფირმო ნიშანია რომელსაც მთელს მსოფლიოში ცნობენ




 

No comments:

Post a Comment